1. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია როგორც პროფესიონალ ასევე დამწყებ ფოტომოყვარულებს.

  2. მონაწილეს შეუძლია გამოაგზავნოს ფოტოები ყველა კატეგორიისთვის, თუმცა ერთი ფოტო მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთ კატეგორიაში.

  3. ფოტოს ზომა არ უნდა იყოს 1.2 მეგაბაიტზე მცირე და ზომებში არ უნდა იყოს 3032 X 4032 პიქსელზე ნაკლები.

  4. კონკურსში კატეგორია „წარმოსახვითი ჩინეთი“-ს გარდა არ დაიშვება ის ფოტოები, რომლებიც არ არის გადაღებული ჩინეთში.

  5. კატეგორია „წარმოსახვითი ჩინეთი“-ში მოსახვედრად ფოტო არ უნდა იყოს გადაღებული ჩინეთში, თუმცა   აუცილებლად უნდა დომინირებდეს ჩინეთის თემატიკა.

  6. მონაწილეებმა ფოტოები უნდა გამოაგზავნონ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ქვემოთ მითითებულ მისამართზე:
    photo@contest.4u.ge

  7. გამოგზავნილ ფოტოებს თან უნდა ახლდეს:
    ა) ფოტოგრაფის სახელი გვარი.
    ბ) ფოტოს გადაღების ადგილი.  
    გ) ფოტოს დასახელება.
    დ) ფოტოგრაფის საკონტაქტო ინფორმაცია.

  8. კონკურსში მონაწილე ყველა ფოტოზე საავტორო უფლება უნდა ეკუთვნოდეს კონკურსანტს. იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერი პირის მიერ წამოყენებული იქნება პრეტენზია კონკურსის ორგანიზატორის მიმართ ფოტოსთან, მის უფლებებთან (როგორც ქონებრივ ასევე არაქონებრივ, საავტორო და მომიჯნავე უფლებებთან) დაკავშირებით, მაშინ კონკურსის ორგანიზატორი არ იქნება რაიმე ფორმით პასუხისმგებელი აღნიშნული მესამე პირების მიმართ.

  9. კონკურსში მიიღება მხოლოდ .jpeg და .jpg ფორმატის ფოტოები.

  10. გამოგზავნილი ფოტოები განთავსდება საკონკურსო ვებ გვერდზე, შესაბამის კატეგორიებში.

  11. ფოტოები შეფასდება ჟიურის წევრების მიერ და დასახელდებიან გამარჯვებულები.

  12. თითოეულ კატეგორიაში გამომჟღავნდება ექვსი პრიზიორი:
    1 (ერთი) პირველ ადგილოსანი, 2 (ორი) მეორე ადგილოსანი, 3 (სამი) მესამე ადგილოსანი.

  13. კონკურსში მონაწილეობით ავტორი ორგანიზატორებს ანიჭებს უფლებამოსილებას, კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, გამარჯვებული ფოტო კომპანიამ გამოიყენოს საკუთარი შეხედულებისამებრ (ბანერზე, პოსტერზე, ვებ გვერდზე, ჩვენს Facebook და instagram გვერდებზე და ა.შ) ავტორთან დამატებითი შეთანხმებისა და ანაზღაურების გადახდის გარეშე.

შენიშვნა: წესებსა და პირობებზე თანხმობად ითვლება კონკურსში მონაწილეობის მიღება (ფოტოს გამოგზავნა).

ნამუშევრების მიღება დასრულდება 25 მარტს.

კონკურსი იმართება

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს ინიციატივით

  • Белая иконка facebook
china embassy_logo-01.png
GBTIMES_short_White.png